იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია და დისკუსია „ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და გაწევრიანების პროცედურა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და გაწევრიანების პროცედურა“. ღონისძიება გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის მიერ ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ Eti Holding-თან თანამშრომლობით საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლის 40-მდე მოსწავლემ და მასწავლებლებმა. ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ისაუბრა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის შესახებ.

მოსწავლეებს მიმართეს და კითხვებს უპასუხეს ასევე Eti Holding-ის დამფუძნებელმა ირინა ხაჟალიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ღონისძიება ჩატარდა პროექტის ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" ფარგლებში. პროგრამა  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა