23-27 მაისს E-PSY-ის - „ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“ - პროექტის ფარგლებში, პოლონეთში, ბიდგოშჩის ეკონომიკურ უნივერსიტეტში (WSG) პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი შედგა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდა ბსუ–ს ფსიქოლოგიის კლინიკის კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბერიძე, ბსუ–ს ფსიქოლოგიის კლინიკის ფსიქოკონსულტანტი, დოქტორანტი ქეთევან დევაძე, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ელენე იმნაიშვილი.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, E-PSY პროექტის ხელმძღვანელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინდირა ძაგანია და ცხრა ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო პარტნიორის გამოცდილების გაზიარება, კერძოდ პოლონეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრის მუშაობის გამოცდილების გაზიარება და ვორქშოპებში მონაწილეობით ცოდნის გაღრმავება.
პროექტის წევრებმა რობერტო ლაუკსმა, ევა კაინიევსკამ და მაგდანელა ბერგმანმა დეტალურად წარმოადგინეს სამედიცინო და სოციალური სერვისების ცენტრები, სხვადასხვა სახის სენსორული ოთახები და ისაუბრეს მუშაობის პრინციპებზე. იასეკ გოსპოდარსკიმ წარმოადგინა სიმულაციის უახლესი დანადგარები, რომელსაც გამოიყენებენ სწავლების პროცესში.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ, ბიდგოშჩის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კრისტორფ სიკორას და ვიცე რექტორს საერთაშორისო მიმართულებით მარზენა სობცზაკ-მიჩალოვსკას, აგრეთვე ადგილობრივ თვითმართველოის წარმომადგენლებს.
უკან |