იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამუშაო ვიზიტი ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტში

სურათი

8-12 მაისს, E-PSY - „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტ „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, ბრაშოვის (რუმინეთი) ტრანსილვანიის უნივერსიტეტში (UTBV) განხორციელდა პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი. ბსუ–დან  დელეგაციაში იყვნენ ბსუ–ს ფსიქოლოგიის კლინიკის ფსიქოლოგები: სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, ფსიქოკონსულტანტი დავით ქათამაძე, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი მაია თავართქილაძე, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი სალომე მელაძე.

შეხვედრის მიზანი იყო UTBV-ში მოქმედი სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრის მუშაობის გამოცდილების გაზიარება და ვორქშოპებში მონაწილეობით ცოდნის გაღრმავება.
საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო რვა უნივერსიტეტისა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროექტის კოორდინატორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი) და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური.
UTBV-ის ფსიქოლოგებმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნეს აღნიშნულ უნივერსიტეტში ცენტრის მუშობის სპეციფიკა, სტუდენტებისთვის განკუთვნილი სერვისები და აქტივობები. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ოანა ალინა ბოტა ვიზიტის მონაწილეებს ესაუბრა კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის საქმიანობის შესახებ.

ასოცირებულმა პროფესორმა ანა მარია კაზანმა მონაწილეებს გააცნო კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის კვლევები, განხორციელებული პროექტები, ფსიქოლოგიური ტესტები, შეფასების ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებენ სტუდენტთა ფსიქოლოგიური და საგანმანათებლო შეფასებისთვის, პროფესიული და კარიერული ზრდისთვის; სწავლა/სწავლების პროცესში წარმოშობილი სირთულეების დასაძლევად.

პროფესორმა დანიელა პორუმბუმ საქართველოს დელეგაციას გაუზიარა გამოცდილება სტუდენტების კონსულტირების თავისებურებებზე, ისაუბრა აკადემიური სტრესის დაძლევის მექანიზმებსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თავისებურებაზე, რაც მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში.
მნიშვნელოვანი იყო ტარნსილვანიის უნივერსიტეტში დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისათვის სხვადასხვა წარმატებული კომპანიის მიერ საკუთარი ორგანიზაციების სპეციფიკის გაცნობისა და სტუდენტებისთვის, მათი ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების შეთავაზება პროფესიული და კარიერული ზრდის პერსპექტივით. ვორქშოპის მესამე დღეს მონაწილეები ეწვივნენ ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებს. გაეცნენ მათ ინფრასტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, სტუდენტების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებს.

დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ბრაშოვის რამდენიმე სკოლაში მომუშავე ფსიქოლოგებს, მიიღეს ინფორმაცია მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეების კონსულტირებას, მათი უნარების შეფასებას და აქედან გამომდინარე, დახმარებას, რისკების პრევენციას, კარიერულ დაგეგმვას, ტრენინგებსა და სხვა სახის სერვისებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა