იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დისკუსია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პროგრესზე

სურათი

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ბსუ-ში დისკუსია გაიმართა თემაზე: „საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი“. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები დავით ღონღაძე და ლელა ჯავახაშვილი.

 

ღონისძიების ეგიდით, 17 ივნისს გაიმართება კიბერ-ჰიგიენის ცნობიერების ამაღლების ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.

დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა წარიმართა აქტუალურ საკითხებზე. საქართველოს სახალხო დამცველის დასავლეთ სამმართველოს უფროსმა მადონა ბასილაძემ მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო.

  დისკუსიის საკითხები:

  • სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის  უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები -საქართველოს სახალხო დამცველის  დასავლეთ სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე
  • საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის „საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე” ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციები - საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი გიორგი კვირიკაშვილი
  • საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ ძირითად მიგნებები და რეკომენდაციები - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა სალდაძე

IFES-ი ათ წელზე მეტია ხელს უწყობს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა კურსი შეიმუშავა და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაშია შეტანილი. 2011 წელს გამოსცა სტუდენტის და მასწავლებლის სახელმძღვანელოები (უკვე სამი გამოცემა არსებობს). ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 35 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, შედეგად, შეიცვალა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მოდული, გამოიცა სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო და მასწავლებლებისთვის გზამკვლევი. ფონდი პერიოდულად  უზრუნველყოფს ორივე დონის სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადებას კურსის ეფექტიანი სწავლების მეთოდოლოგიაში. IFES-ის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა მრავალი ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის. ტრადიციად იქცა საქართველოს მასშტაბით ყოველწლიური საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის სტუდენტური პროექტების კონკურსების ჩატარება, რომლის საშუალებით ვლინდება საუკეთესო პროექტები და სტუდენტური შრომები ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალში.

 

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პირველი კურსის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის „საგზაო მარშალის” პროექტმა „გახდი საგზაო მარშალი“ IFES-ის კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) მხარდაჭერით გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტურმა ჯგუფებმა წარადგინეს 2021-2022 აკადემიურ წელს განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტები. კომპეტენტურმა ჟიურიმ 14 პროექტიდან 6 საუკეთესო პროექტი გამოავლინა. IFES-ის კონკურსში ბსუ-ს  სტუდენტთა 8 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობდა. პროექტს „გახდი საგზაო მარშალი“ ახორციელებენ სტუდენტები: მარიამ სურმანიძე, თემურ ქოქოლაძე, რევაზ ზაქარაძე, არჩილ კეკელიძე და ქრისტინა მეტრეველი.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა