ბსუ-ში იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციცია IOM -მა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობით, მიგრაციის და უსაფრთხო გადაადგილების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისათვის გახსნილ შესაძლებლობებს და იმ რისკებსა და საფრთხეებს, რაც ამ პროგრამებში არამართლზომიერ ჩართულობას და წესების დარღვევით გამოყენებას ახლავს თან.
ევროკავშირის და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებზე და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი; ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან კოორდინირებული შეხვედრების გააქტიურებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უვიზოდ გადაადგილების რეგულაციებსა და შენგენის ზონაში თავისუფალი სავიჟო რეჟიმის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.
მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის IOM -ის ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა ნანა პაპიაშვილმა სტუდენტებს უსაფრთხო მოგრაციის საკითხებსა და ტრეფიკინგის, ბულინგის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა, რომ აუცილებელია მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქსენოფობიასთან ბრძოლა. შეხვედრაში მონაწილეობდა ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გიგა ფარტენაძე, რომელმაც, დისკუსიის ნაწილში, მომხსენებლებთან ერთად უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს.
უკან |