ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ორგანიზებით, ფსიქოლოგიის ისტორიის სასწავლო კურსის (ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფ. გურანდა შამილიშვილი) ფარგლებში რეჟისორ დენის განზელის თანამედროვე გერმანული ფილმის ,,ტალღა’’ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. ფილმში მოთხრობილი იყო გიმნაზიის მასწავლებლის რაინერ ვენჯერის ექსპერიმენტზე, რომელიც მიზნად ისახავდა დაემტკიცებინა თავისი მოსწავლეებისთვის, დიქტატურის პირობებში ცხოვრებას რა გავლენა აქვს პიროვნებაზე და რა სახის ნეგატიურ შედეგებს იწვევს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეაფასეს ფილმი და მასში ასახულ მნიშვნელოვან და აქტუალურ რობლემებზე, ინდივიდის სოციალური ,,მე’’-ს ფორმირების სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ისაუბრეს.
უკან |