4-6 ივლისს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაში „გლობალური პრობლემები და პერსპექტივები საჯარო სამართალში“. პოლონეთში, ვროცლავში გამართულ კონფერენციაზე პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ქართველ კოლეგებთან ერთად კონფერენციაზე წარადგინა 26-ე, სრული თემატური პანელი - რუსეთის შეჭრის პირისპირ: სამართლებრივი პასუხი.
თემატური პანელის მომხსენებლები: ილიაუნის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი, კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი მაია მხატვრიშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე, ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ალავერდაშვილი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათერის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძე პანელზე გააკეთა მოხსენება თემაზე: „ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია თანამედროვე კონსტიტუციებში“. პანელის და მოხსენებების შესახებ დეტალურად ინფორმაცია იხილეთ ლინკზე https://conference.icon-society.org/.../facing-the.../
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის გრანტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
უკან |