იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში პარიზის Sciences Po უნივერსიტეტში

სურათი

29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე მონაწილეობდა პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმის პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მე-7 კონფერენციაში, სადაც წარადგინა მოხსენება: „პარლამენტის როლი ევროპასთან ინტეგრაციაში: საქართველოს პარლამენტი ასოცირების შეთანხმების შემდეგ“. კონფერენცია გაიმართა საფრანგეთში, პარიზში, Sciences Po უნივერსიტეტის ევროპის კვლევებისა და შედარებითი პოლიტიკის ცენტრში (CEE). კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ჟან მონეს კათედრის საგრანტო დაფინანსების და უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის 2022 წლის მაისში ჩატარებული კონკურსში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიღებული დაფინანსებით.

კონფერენციის პროგრამა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე https://ecpr.eu/Events/190

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა