საქართველოში საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება - ICON•S საქართველო ჩამოყალიბდა. ICON•S არის საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც ჰყავს წევრები მთელი მსოფლიოდან, სამართლის ყველა დარგში, ასევე ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებებიდან, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, სტუდენტების და ემერიტუს პროფესორების ჩათვლით. ICON•S თავისი მისიის განსახორციელებლად პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების და იდეების საერთაშორისო დონეზე გაცვლის საუკეთესო საშუალებებს გვთავაზობს. ICON•S-ის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში.
ორგანიზაციის ვებგვერდია: https://www.icon-society.org
ICON•S საქართველო საჯარო სამართლით, პოლიტიკით, სხვა მომიჯნავე დისციპლინებით დაინტერესებულ პროფესორებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს, სხვა დაინტერესებულ პირებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო სამართლის განვითარებას საქართველოში, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია და საერთაშორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის არიან საქართველოს 12 უნივერსიტეტის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. საზოგადოების თანათავმჯდომარედ არჩეულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორგანიზაციის მმართველ ორგანოში - მრჩეველთა საბჭოში წარმოადგენს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი, აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა ამავე ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი ნიკოლოზ მეგრელიშვილი, ასევე საზოგადოების დამფუძნებელი წევრია ფაკულტეტის ასისტენტი, დოქტორანტი დავით გაბაიძე.
ორგანიზაციის შექმნის იდეა 2021 წელს ICON•S-თან თანამშრომლობისას გაჩნდა. მისი ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. ის 2016-2017 წლებში, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდიით იმყოფებოდა ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში და ამ პერიოდიდან აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ICON•S-თან, მის ცალკეულ წევრებთან სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში.
2021 წლის წლის ზაფხულში, ICON•S-ის რეკომენდაციით, დაიწყო ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით. 2022 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, ხოლო 2022 წლის 14 ივნისს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ორგანიზაციის შექმნის და მისი წესდების დამტკიცების შესახებ. ICON•S საქართველო შეიქმნა თანამედროვე საჯარო სამართლის, მათ შორის ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო, საერთაშორისო სამართლის და მათთან დაკავშირებული ისეთი სფეროების, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერების, პოლიტიკის თეორიის, პოლიტიკის ისტორიის საკითხთა განხილვის მიზნით, მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური აკადემიური ფორუმის შესაქმნელად.
ICON•S Georgia იქნება თაობათაშორისი სამუშაო სივრცე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღიარებული მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. ორგანიზაცია შეეცდება შექმნას აკადემიური სივრცე მეცნიერთათვის, რომლებიც იყენებენ სწავლების, კვლევის სხვადასხვა მეთოდოლოგიას და იურიდიული განათლების სხვადასხვა სკოლას წარმოადგენენ. ორგანიზაცია ასევე იქნება დამაკავშირებელი პრიფესიული გაერთიანება ქართულ აკადემიურ დაწესებულებებსა და საერთაშორისო აკადემიურ ფორუმს შორის, რასაც საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება გვთავაზობს.
ICON•S საქართველო ხელს შეუწყობს რეგიონული და პოლიტიკური მრავალფეროვნების, გენდერული ბალანსის და მაღალი აკადემიური ხარისხის პრინციპების დაცვას.
ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები არიან:
თანათავმჯდომარეები
1. მალხაზ ნაკაშიძე - პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. მაია კოპალეიშვილი - პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მრჩეველთა საბჭოს წევრები
3. ანა ფირცხალაშვილი - პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
4. ნანა ჭიღლაძე - პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. გიორგი ალავერდაშვილი, დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. ეკა კაველიძე, ასოცირებული პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
7. გიორგი მშვენიერაძე, ასისტენტ-პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
8. ლევან ჯაყელი, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. სოფიო დემეტრაშვილი, ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი
10. მამუკა შენგელია, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. გიორგი მირიანაშვილი, ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის
სახელობის უნივერსიტეტი
12. თამარ გურჩიანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
13. მალხაზ ბეგიაშვილი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი
14. თინათინი ერქვანია, ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, GIPA
15. სოფიო შენგელია, ასისტენტ-პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი აღმასრულებელი მდივანი
16. ნიკოლოზ მეგრელიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სხვა დამფუძნებელი წევრები
17. ბესიკ ლოლაძე, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
18. გივი ლუაშვილი, მოწვეული ლექტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
19. გიორგი მელაძე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
20. დიმიტრი გეგენავა, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტი
21. ავთანდილი დემეტრაშვილი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
22. გიორგი გორაძე, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
23. თენგიზ თევზაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
24. ლაშა მარგიშვილი, დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
25. მაგდა ჯაფარიძე, დოქტორანტი, საქართველოს უნივერსიტეტი
26. დავით გაბაიძე, დოქტორანტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი
27. გიორგი კვერენჩხილაძე, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
28. ვასილ გონაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ორგანიზაცია თანამშრომლობისთვის იწვევს ყველას, ვინც იზიარებს მის ძირითად მიზნებს, აქვს ინტერესი და მუშაობს საჯარო სამართალში თუ სხვა მომიჯნავე დისციპლინებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებს.
გთხოვთ, ეწვიოთ ICON•S საქართველოს ოფიციალური ვებგვერდს:
საჯარო სამართლის ბლოგს
http://www.constitutionblog.ge
და სიახლეების მისაღებად დაუკავშირდეთ ორგანიზაციას სოციალურ მედიაში:
Facebook: https://www.facebook.com/International-Society-of-Public-Law-Georgian-Chapter-109310731813574
Twitter: https://twitter.com/GeorgiaIcon
Linkedin: https://www.linkedin.com/in/icon-s-georgia-a4b975244/
უკან |