იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრის მართლმსაჯულების სახლთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯაყელმა და სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრის მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელმა, პროფესორმა ეკა ბესელიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის პრაქტიკული სასწავლო ტრენინგების ჩატარებას, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკასა და სტაჟირების კურსს გაივლიან მაღალი კომპეტენციის მქონე პრაქტიკოს იურისტებთან დარგობრივ ორგანიზაციებში.

მხარეთა შეთანხმებით, პროფესორ-მასწავლებლების, ტრენერებისა და ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება სასწავლო პროგრამები და პროექტები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა