ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში GCSD- საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობით, ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და საჯარო მმართველობის სპეციალობების სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ექსპერტმა ელენე გოცაძემ ახალგაზრდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე მიიაწოდა ინფორმაციები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებს და დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების მიზეზებს.
ევროკავშირის და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან კოორდინირებული შეხვედრების გააქტიურებას.
შეხვედრაში მონაწილეობდა ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟან-მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე, რომელმაც, დისკუსიის ნაწილში, მომხსენებლებთან ერთად უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს.
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ნატოს სახალხო დიპლომატიის აგანყოფილების მხარდაჭერილი პროექტის ,,უკეთ გავიცნოთ ნატო” მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტების სტუდენტებთან ნატოს შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრების ორგანიზება.
უკან |