იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მესამე საერთაშორისო სკოლა „NEW WAY: მოლაპარაკება და მედიაცია“

სურათი

4-8 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დასავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტსა და ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიასთან ერთად, მესამე საერთაშორისო სკოლას „NEW WAY: მოლაპარაკება და მედიაცია“ უმასპინძლა. საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 21-მა მომხსენებელმა უკრაინიდან, საქართველოდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან და აშშ-დან. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „MEDIATS: მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაციის“ ფარგლებში ჩატარდა.

   მომხსენებლებს შორის იყვნენ:

  • ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიის ლექტორი, მედიატორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი იან ვან ზვიტენი;
  • საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი;
  • დასავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოკსანა კოვალი;
  • ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი და ფსიქოლოგი ქეთევან დევაძე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარიელ სიხარულიძე;
  • KROK-ის უნივერსიტეტის ლექტორი, მედიატორი ოლეგ ტრიბოი;
  • ემოციური ინტელექტის და ლიდერობის ქოუჩი, პროფესორი ქევინ მაქგორთი;
  • ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი, ბლოსამ ტანდე;
  • მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, იანინა ნედაშკივსკა და სხვები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის MEDIATS-ის კონსორციუმში შემავალი უნივერსიტეტების სტუდენტებმა უკრაინიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან და ასევე დასავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

   მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ შემდეგი საკითხების ირგვლივ:

  • მედიაციის ინსტიტუტის თავისებურებები ევროკავშირსა და მსოფლიოში;
  • მედიაციის უპირატესობები დავის გადაწყვეტისა და კონფლიქტის მოგვარების სხვა ფორმებს შორის;
  • მედიატორის პროფესიული თვისებები;
  • კონფლიქტის გარეთ კომუნიკაციის საიდუმლოებები;
  • საკომუნიკაციო უნარების, დარწმუნებისა და გაგების უნარების, აქტიური და პასიური მოსმენის ტექნიკის განვითარებისათვის;
  • ემოციური ინტელექტის როლი დავების გადაწყვეტაში.

   ასევე განევითარებინათ შემდეგი უნარები:

  • თვითკონტროლისა და სტრესის მართვის უნარები;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარების ტექნიკები და არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარები;
  • მოლაპარაკებისა და მედიაციის უნარები;
  • მანიპულაციის ამოცნობისა და მასზე კომპეტენტურად რეაგირების უნარი;
  • მოწინააღმდეგის ყურადღების კონტროლის უნარი;
  • ოპტიმალური გუნდური მუშაობა.

სასწავლო კურსში წარმატებული მონაწილეობისათვის ბსუ-ს მედიაციის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის მსმენელმა ეთერ ჭანიძემ მოიპოვა გრანტი ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიის მედიაციის საბაზისო კურსზე სწავლებისათვის.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა