იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ბსუ-ს სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტთა პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობასა და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ბაზაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკის დაფუძნებას.  კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სტანდარტებისა და დისციპლინური წარმოების პროცესის შესწავლის პროცესში.


  პროფესიული ეთიკის კლინიკის მიზანია:

  • სტუდენტებისთვის ადვოკატთა საქმიანობის თეორიული ცოდნის მიცემა პრაქტიკაზე დაყრდნობით;
  • გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • სამართლებრივი ცნობიერების ზრდა პროფესიული ეთიკის მიმართ;
  • იურიდიული აზროვნების გაუმჯობესება;
  • ადვოკატთა ქცევის ეთიკური სტანდარტების, დისციპლინური წარმოების თავისებურებების შესწავლა.

  პროფესიული ეთიკის კლინიკის პროგრამის ფარგლებში სტუდენტი:

  • შეისწავლის ადვოკატის საქმიანობის ნორმატიულ საფუძვლებს;
  • შეისწავლის ადვოკატთა ქცევის ეთიკურ წესებსა და სტანდარტების მიხედვით გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას;
  • მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტებს, მათ შორის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებას, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებათა მიმოხილვებს, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა პროექტებს;
  • მონაწილეობას მიიღებს პროფესიული ეთიკის საკითხებზე იმიტირებულ პროცესში.

პრაქტიკული სასწავლო კურსი (კლინიკა) განხორციელდება უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე, ასოციაციის ეთიკის კომისიის ჩართულობით.

პროფესიული ეთიკის კლინიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს კლინიკის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაფუძნდება და განხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა