იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები" გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები" გაიხსნა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 40-მდე სტუდენტი. საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას და უნარების განვითარებას.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან საქართველოს უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ სტუდენეტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

       საზაფხულო სკოლის ლექციების თემატიკა:

  • „საკონსტიტუციო კონტროლის თეორიული ასპექტები: საკონსტიტუციო კონტროლის ცნება და სახეები. საკონსტიტუციო ორგანოთა კლასიფიკაცია“. - მ. ბეგიაშვილი;
  • „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ბუნება: ფორმირების წესი და შემადგენლობა. სასამართლოს სტრუქტურა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სამართლებრივი სტატუსი“ - მ. მარინაშვილი
  • ,,საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა“. პრაქტიკული სავარჯიშო. - მ. ნაკაშიძე
  • „საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია: უფლებამოსილებათა კლასიფიკაცია. კონსტიტუციის უზენაესობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შემოწმება. კომპეტენციური და სხვა სახის დავების გადაჭრასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები. კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობათა სუბიექტების ქმედებათა კონსტიტუციურობის დამდგენი უფლებამოსილებები - ქმედების კონსტიტუციურობის შემოწმება. წარმომადგენლობითი  მმართველობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები“. - მ. ბეგიაშვილი
  • „უცხოური სასამართლო პრეცედენტების გამოყენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ„. - მ. ნაკაშიძე
  • „საკონსტიტუციო ცვლილებების საკონსტიტუციო კონტროლი: უცხოური გამოცდილება და საქართველოს სასამართლო პრაქტიკა„ - მ. ნაკაშიძე
  • „ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ევროპული მექანზმი. ძირითად უფლებათა დარღვევის შემოწმების ტესტი“. - მ. ბეგიაშვილი
  • „საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტადიები: საკონსტიტუციო სარჩელის/წარდგინების ფორმა. საკონსტიტუციო სარჩელის/წარდგინების ფორმალური შემოწმება და რეგისტრაცია. საკონსტიტუციო სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა (საოქმო ჩანაწერი და განჩინება). კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მომზადება. სასამართლო განხილვა“. - მ. მარინაშვილი

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა