საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები" მონაწილეები საგანმანათლებლო ვიზიტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებებს და სასამართლო პრაქტიკას. სტუდენტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები, საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მალხაზ ბაგიაშვილი, მარი მარინაშვილი, მალხაზ ნაკაშიძე.
უკან |