საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები" მეორე ეტაპი დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, ხუთი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ საკონსტიტუციო კონტროლის თეორიულ ასპექტებზე, სასამართლოს სტრუქტურაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ ბუნებაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შემოწმებაზე, ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ევროპულ მექანიზმებზე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტადიებზე. მომავალი იურისტები ასევე, კონსტიტუციური სარჩელის წერის მეთოდიკასა და საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციფიკას პრაქტიკული სავარჯიშოებით გაეცნობიან.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესებს და განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა.
უკან |