ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: ძირითადი გამოწვევები და საქართველო“ გაიხსნა.
საზაფხულო სკოლა ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გახსნეს.
საზაფხულო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობის და საჯარო მმართველობის სპეციალობის 50-მდე სტუდენტი მონაწილეობს. ოთხდღიანი სკოლის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების, საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით არსებული მექანიზმებისა და პროცესების შესახებ.
ჟან მონეს საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს შეხვდნენ. დავით გაბაიძემ ახალგაზრდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, კანონშემოქმედების ძირითადი პრინციპები, სტრუქტურა და სპეციფიკა გააცნო, ასევე ისაუბრა კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს:
• გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების შესახებ;
• გააქარწყლოს ევროკავშირზე და ევროინტეგრაციის პროცესზე გავრცელებული ნეგატიური პროპაგანდა, მითები და ჩამოაყალიბოს მათზე არგუმენტირებული პასუხები;
• მისცეს მონაწილეებს ფუნდამენტური ცოდნა ევროკავშირის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების და მათი გადალახვის პერსპექტივების შესახებ;
• გააცნოს სტუდენტებს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღწევების შესახებ;
• მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და უპირატესობების შესახებ, რასაც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს და უკვე სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები.
საზაფხულო სკოლის პროგრამა:
21 სექტემბერი
ევროკავშირის დამფუძნებელი პრინციპები, ღირებულებები და მიზნები
11:20 – 12:10
ევროკავშირის დამფუძნებელი პრინციპები და მიზნები - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
12:20 – 13:10
კონსტიტუციური დემოკრატიის ძირითადი გამოწვევები ევროკავშირში - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
13:40 – 14:30
პრაქტიკული დავალება/დისკუსია
15:00 – 16:30
ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში
22 სექტემბერი
საკონსტიტუციო იდენტობა და ეროვნული სასამართლოები ევროინტეგრაციის პროცესში
11:00 – 11:50
საკონსტიტუციო იდენტობა და ეროვნული სასამართლოები ევროინტეგრაციის პროცესში - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
12:00 – 12:50
უცხოური პრეცედენტების გამოყენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
13:20 – 14:30
პრაქტიკული დავალება/დისკუსია
23 სექტემბერი
ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა
11:00 – 11:50
დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
12:00 – 12:50
საქართველოს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
16:00 – 17:30
ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
24 სექტემბერი
ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და ევროპული ინტეგრაციის გამოწვევები
11:00 – 11:50
ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
12:00 – 12:50
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და არსებული გამოწვევები - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე
13:20 – 14:30
პრაქტიკული დავალება/დისკუსია/პრეზენტაცია
14:40 – 15:00
საზაფხულო სკოლის დახურვა/სერტიფიკატების გადაცემა
უკან |