იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟან მონეს საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეწვივნენ

სურათი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა: „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“-ს სტუდენტები ეწვივნენ. ახალგაზრდებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე შეხვდა და კონსტიტუციური კონტროლის მახასიათებლების, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების საკითხებზე ესაუბრა. საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის მიერ ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა