დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“. ოთხდღიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობის და საჯარო მმართველობის სპეციალობის 50-მდე სტუდენტი. ახალგაზრდებმა მიიღეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების, საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით არსებული მექანიზმებისა და პროცესების შესახებ. სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
უკან |