ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ „ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლექციები წაიკითხა ევორას უნივერსიტეტში (პორტუგალია). ლექციები შეეხებოდა ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთერთობის საკითხებს, ღია მმართველობა, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის მიღწევები და მდგარი განვითარება. ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ ევორას უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე გააცნო საქართველოს არსებული პოტენციალი ევროინტეგრაციისკენ მიმავლ გზაზე და ღია მმართველობის აქტუალური საკითხები საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით. უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავალო თანამშრომლობის მიმართულებები.
უკან |