USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“. პროექტში ჩართულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, დასახელებული უნივერსიტეტები სამართლის სკოლების/ფაკულტეტების სტუდენტებისთვის აცხადებენ ესსეების მიღებას შემდეგ მიმართულებებზე: ვალდებულებითი სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი და საკორპორაციო სამართალი.
კონკურსის მიზანია პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების მხარდაჭერა.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
1. საკონკურსო ანალიტიკური ესსე უნდა ეხებოდეს ვალდებულებითი სამართლის, კანონისმიერი ვალებულებითი ურთიერთობების სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის ან/და საკორპორაციო სამართალის თეორიულ ან/და პრაქტიკულ მხარეებს;
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს ან/და სტუდენტთა ჯგუფებს. ესსეს ავტორი მისი წარდგენის დროს უნდა იყოს პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტი;
3. ესსეს ძირითადი ანალიტიკური ნაწილი უნდა ეხებოდეს ვალდებულებითი სამართლის, კანონისმიერი ვალებულებითი ურთიერთობების სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის ან/და საკორპორაციო სამართლის აქტუალურ საკითხებს და უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორების მიგნებას, ანალიზსა და რეკომენდაციას;
4. ინფორმაციის დასამუშავებლად შესაძლებელია ვიზუალური გრაფიკული სიმბოლოების (დიაგრამების, ცხრილების და ა.შ.) გამოყენება;
5. ესსე უნდა იყოს ქართულ ენაზე.
6. ესსეს სავარაუდო სტრუქტურა:
- სათაური
- თავფურცელი პირადი ინფორმაციის მითითებით (სახელი და გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ესსეს მომზადების თარიღი)
- ავტორის/ავტორების მთავარი მიგნებები (აბსტრაქტი)
- შესავალი
- ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა
7. ესსეს ტექნიკური მახასიათებლები:
-ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტით
-გვერდების საშუალო რაოდენობა: 7-10
-ფონტი ძირითადი ტექსტისთვის: Sylfaen, ზომა – 12
-ფონტი სქოლიოსთვის: Sylfaen, ზომა – 10
- დაშორება – 1,15
- გვერდის სტრუქტურა: Normal
8. ესსეში მოცემული მოსაზრებები და ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს/ავტორებს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
9. უკვე გამოქვეყნებული ესსეები არ მიიღება.
ესსეს შეფასების პირობები:
- აქტუალობა, პრობლემური საკითხთა იდენტიფიცირება (30 ქულა)
- გამოყენებული ლიტერატურის/სასამართლო პრაქტიკის მრავალფეროვნება და ციტირების სტანდარტი (25 ქულა)
- ესსეს ტექნიკური შესაბამისობა კონკურსის მოთხოვნებთან (10 ქულა)
- ავტორის/ავტორების შემოთავაზებული გზები პრობლემური საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით (20 ქულა)
- სამართლებრივი ენის, ტერმინოლოგიის გამართულობა (15 ქულა)
გამოგზავნილ ესსეებს აფასებს უნივერსიტეტების მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.
კონკურსი შედგება ორი ნაწილისგან:
- კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. რეგისტრაციის შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ჩაუტარდებათ ტრენინგი აკადემიურ წერაში ესსეს წერის სტანდარტების გასაცნობად.
- კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულ სტუდენტებს აკადემიური წერის ტრენინგის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ ესსეს წერა.
საკონკურსო პრიზები: პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტი/სტუდენტთა ჯგუფები დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ვაუჩერებითა და სერტიფიკატებით.
საუკეთესო ესსე გამოქვეყნდება ჟურნალში „სამართლის აქტუალური საკითხები“.
საკონკურსო ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტის/სტუდენტების ჯგუფების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 დეკემბერი.
- აკადემიური წერის ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 18-დან 25 დეკემბრამდე ელექტრონული ფორმატით.
ესსეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი.
კონკურსის მონაწილეების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: competition2023@iliauni.edu.ge. გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ: „ესსეების კონკურსი“. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ სტუდენტის/სტუდენტების სახელი, გვარი და უნივერსიტეტის დასახელება.
გაითვალისწინეთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლების/ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:
ტელ.: +995 577114522
ელფოსტა: competition2023@iliauni.edu.ge
უკან |