14-20 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა ბრაგას უნივერსიტეტის (პორტუგალია) საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 8-საათიანი ლექციის მოკლე კურსი ჩაატარა შემდეგ თემებზე: საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რუსეთის აგრესია უკრაინაში და გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შავი ზღვის რეგიონში. სალექციო კურსის პარალელურად, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი კვლევების დაგეგმვის მიზნით, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა შეხვედრები გამართა აკადემიურ პერსონალთან და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებთან.
უკან |