იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სწავლების მონაწილეთა შესარჩევად

სურათი

გამოცხადდა პროექტის „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) სწავლების ხელშეწყობა“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი. კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის მეოთხე კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.

აპლიკანტებს განაცხადის (დანართი 1-ის შესაბამისად) წარდგენა შეუძლიათ 23 იანვრიდან 15 თებერვლამდე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info.lscf@bsu.edu.ge ან მატერიალური სახით დეკანის ოფისში (კაბ. 513), სამუშაო დღეებში დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

კლინიკური სწავლების დასრულების  შემდეგ, რომლის ხანგძლივობაა 13 კვირა (დაიწყება 2023 წლის 6 მარტს და დასრულდება 2 ივნისს) მონაწილეებს მიენიჭებათ საგანმანათლებლო პროგრამით, პრაქტიკული სწავლებისთვის გათვალისწინებული 10 კრედიტი (ECTS) და ასევე, გადაეცემათ შესაბამისი სკოლის დამთავრების სკოლის სერთიფიკატი.

პროექტს „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) სწავლების ხელშეწყობა“ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაინერგა პრაქტიკული სამართლის (street law) და კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) კლინიკური სწავლება.

პროექტის მიზანი თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამყარებაა. ასევე პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების  კლინიკის გავლა დაეხმარება სტუდენტს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და გაუმჯობესებაში, კერძოდ სტუდენტებს განუვითარდება ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, სამართლებრივი საკითხების ანალიზის და პროფესიული ეთიკის უნარ-ჩვევები.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე:

პრაქტიკული სამართლის კლინიკის (street law)  კოორდინატორი: ცირა კომახიძე

ტელ: 555 55 05 38

ელფოსტა: ckomaxidze@gmail.com

კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) კლინიკის კოორდინატორი: ზურა კვირკვაია

ტელ: 555 54 55 94   

ელფოსტა: Zkvirkvaia@gmail.com

შენიშვნა: კომისია უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტთან დამატებით დანიშნოს გასაუბრება.

 

 

  დანართი1
  დანართი2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა