იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტებმა მოსწავლეებისათვის სამართლებრივი გაკვეთილები ჩაატარეს თემაზე: „კონსტიტუცია და დემოკრატია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს:  „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის სწავლების ხელშეწყობა“. პროექტის ფარგლებში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა პრაქტიკული სამართლის (Street Law) კლინიკის კოორდინატორის, ცირა კომახიძის ხელმძღვანელობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის, სოფელ ერგეს, სოფელ სარფისა და  სოფელ თხილნარის მინდია აბაშიძის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში სამართლებრივი გაკვეთილები ჩაატარეს თემაზე: „კონსტიტუცია და დემოკრატია“.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების სამართლებრივ განათლებაში, რომლის სამიზნე ჯგუფები არიან საჯარო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა