იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტმა მაგდა ხალვაშმა იაპონიის მთავრობის პროგრამაში „MIRAI” მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბსუ-სა და იაპონიის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტმა მაგდა ხალვაშმა იაპონიის მთავრობის პროგრამაში „MIRAI” (Mutual understanding, Intellectual Relations and Academic exchange Initiative) მიიღო მონაწილეობა. მაგდა ხალვაში ეწვია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის უზენაესს სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, კიოტოს უნივერსიტეტს, იურიდიულ კომპანიას “Nishimura&Asahi” და სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს კულტურათა გაცვლას, ინტელექტუალური დისკუსიებისა და მონაწილეთა დახმარებით იაპონიისა და პროგრამაში მონაწილე ქვეყნების დაკავშირებას.

მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა MIRAI-ი იაპონიის საგარემო საქმეთა სამინისტროს (MOFA) დაფინანსებით იაპონიის რამდენიმე ქალაქში ხორციელდება და აერთიანებს 125-მდე სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა