აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრმა, ბსუ-ს მოწვეულმა სპეციალისტმა ციალა ტუღუშმა და ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა მარიამ მახარაძემ და მარი ფარტენაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მომხსენებლებმა ისაუბრეს აუტიზმის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე, აუტიზმის ნიშნებისა და სიმპტომების, მისი ადრეული დიაგნოსტირების მეთოდიკის, M – CHAT - R სკრინინგ კითხვარის, აუტიზმის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ–ფაქტორების საკითხებზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ფსიქოლოგიური გარემოს თაობაზე, რომლებიც აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ინდივიდების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, რათა მათი ცხოვრება სრულფასოვანი გახდეს და სტიგმის გარეშე წარიმართოს.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა გამართეს დისკუსია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერაზე.
აუტიზმის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით 2 აპრილს დაწესდა და მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით, ასევე ხელი შეუწყოს ამ სინდრომის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
უკან |