იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-მ ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სურათი

11-15 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ჩატარდა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოადგინა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯაყელმა. კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა იურიდიული განათლების თანამედროვე გამოწვევებს, კერძოდ სამართლის სკოლების როლს კლიმატური ცვლილებების შესწავლაში, ტექნოლოგიური მიღწევების საგანმანათლებლო სფეროში გამოყენების (Chat gpt), მათი მართვის, ქსელების იურიდიული განათლების მიზნებისთვის გამოყენების, სამართლის ამერიკულ და ევროპულ სკოლებში უცხოური სამართლის სწავლების, იურიდიული განათლებაში ინტერდისციპლინური კომპონენტების ინტეგრირების აქტუალურ საკითხებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა