იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასოცირებულმა პროფესორმა სოლომონ მენაბდიშვილმა ევროკავშირის კონკურსში გაიმარჯვა

სურათი

ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სოლომონ მენაბდიშვილმა  ევროკავშირის კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა ჟან მონეს კათედრის განსახორციელებლად გრანტი. პროექტის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ მიზანია, გაძლიერდეს ევროპული სწავლებები, გაიზარდოს ცნობიერება ევროკაშირის ნორმებზე და წახალისდეს კვლევები ევროკავშირის სამართალში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ყოველ წლიურად სპეციალობით სამართლის, ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები ისწავლიან ევროკავშირის კონკურენციის სამართალს და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალს.

პროექტის ფარგლებში გაიმართება ორი საზაფხულო სკოლა ბსუ-ში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისათვის, რომელთაგან ერთი იქნება კონცენტრირებული ევროკავშირის კონკურენციის სამართალზე, მეორე საზაფხულო სკოლა - ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალზე. აჭარაში საჯარო მოხელეებისა და ადვოკატებისათვის/იურისტებისათვის გაიმართება ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა სამართლის  საკითხებზე საზაფხულო ტრეინინგები. ასევე ბათუმის საჯარო სკოლებში დაიწყება შეხვედრები.

პროექტის ბოლო წელს გათვალისწინებულია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება  და ევროკავშირის კონკურენციის სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა