ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორქშოფი ჩატარდა თემაზე; ,,პლურალიზმი და მედიის თავისუფლება“. ტრენინგში მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლები, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული ლექტორები და სტუდენტები. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა ისეთ თემატიკას, როგორიცაა: პლურალიზმის კონტექსტის ანალიზი და რუკის შექმნა, პლურალიზმის და სტერეოტიპების დაძლევა, პრივილეგიების და დისკრიმინაციის დიაგნოსტირება. ვორკშოფს უძღვებოდნენ ექსპერტები: ნანა ბერეკაშვილი, რუსუდან გოცირიძე და შორენა ლორთქიფანიძე. გაიმართა დისკუსია პლურალისტური გარემოს განვითარებაში მედიის როლის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ვორქშოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს და მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |