იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ბათუმის მერვე საზაფხულო უნივერსიტეტი „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა მშფოთვარე დროში“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მერვედ მასპინძლობს ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტს საერთაშორისო უსაფრთხოების და გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე. ინტენსიური სამდღიანი სასწავლო კურსის თემებს გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ქართველი, შვედი, ჰოლანდიელი, ტაივანელი, უკრაინელი და  ინგლისელი სწავლულები და ექსპერტები წარუძღვებიან. საზაფხულო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას  ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხში. სასწავლო კურსი ტარდება საერთაშორისო პროექტის „საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში.  

მერვე საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

  • გლობალური უსაფრთხოება და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი დღეს;
  • რამდენიმე გაკვეთილი ბირთვული უსაფრთხოებისთვის და მსოფლიოსთვის, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და თავდასხმები უკრაინის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე;
  • საქართველოს პასუხი აშშ-ის სანქციებზე რუსეთის მიმართ;
  • დეზინფორმაციის გავლენა ბირთვულ ველზე, უკრაინის შემთხვევის შესწავლა;
  • უსაფრთხოების განვითარება ინდო-წყნარი ოკეანის ზონაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ;
  • ითამაშეთ (კიდევ ერთხელ) სემ! რას მოუტანს მომავალი და რითი იქნება ამჯერად განსხვავებული ბირთვული იარაღისა და ინფრასტრუქტურის მართვა?;
  • ნატოს გაფართოება: ფინეთისა და შვედეთის შემთხვევის კვლევები;
  • ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი შედეგები უკრაინის კონფლიქტზე;
  • ადამიანის უსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ: ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების ჰუმანიტარული შედეგები.

ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო და შვედეთის რადიაციური უსაფრთხოების სააგენტო.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა