იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სამართალმცოდნეობის მიმართულების პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნი „კონსტიტუციური სამართალი” საჩუქრად გადაეცათ

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების  პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნი „კონსტიტუციური სამართალი” საჩუქრად გადაეცათ. იურიდიული სახელმძღვანელოების სერიიდან ირაკლი კობახიძის წიგნი სტუდენტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა: გიორგი მანველიძემ და ტიტე აროშიძემ ბსუ-ს რექტორთან, მერაბ ხალვაშთან და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ლევან ჯაყელთან ერთად გადასცეს. შეხვედრაზე ისაუბრეს „კონსტიტუციური სამართალის“ მნიშვნელობასა და სახელმწიფო მოწყობის პრინციპების ცოდნის აუცილებლობაზე. ბსუ-ს სამართალმცოდნეობის სტუდენტებს წიგნი „კონსტიტუციური სამართალი” საჩუქრად ყოველ წელს გადაეცემათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა