იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ანტონ სემიონოვიჩ მაკარენკოს სახელობის სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანტონ სემიონოვიჩ მაკარენკოს სახელობის სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბსუ მეორედ მასპინძლობს სტუდენტებს აკადემიური მობილობის ფარგლებში. 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურუდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხი სტუდენტი ისწავლის, რომელთაც გვეწვია ლექციებს უცხო ენაზე ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი წაუკითხავს. მობილობის მონაწილე სტუდენტები, პროფესორები ვლადელენა სოკირსკა და ვიაჩესლავ ოლიცკი ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლევან ჯაყელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე უკრაინელებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, სასწავლო პროცესსა და დაგეგმილ აქტივობებზე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა