ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე; ,,პლურალიზმის მხარდაჭერა და სტერეოტიპებთან ბრძოლა“. ტრენინგს უძღვებოდა ბსუ-ს პროფესორი ირაკლი მანველიძე და მოიცავდა ისეთ თემატიკას, როგორიცაა: პლურალიზმის კონტექსტის ანალიზი და ტოლერანტობის აღქმა ახალგაზრდებში, პლურალიზმის და სტერეოტიპების დაძლევა, პრივილეგიების და დისკრიმინაციის დიაგნოსტირება. სწავლების ფარგლებში გაიმართა დისკუსია პლურალისტური გარემოს განვითარებაში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგი თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოსა და მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |