იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„გამოხატვის თავისუფლება - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა გიორგი ბერაიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „გამოხატვის თავისუფლება - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“. მომხსენებელმა ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების არსსა და მნიშვნელობაზე, უფლებაში ჩარევის ფარგლებსა და მისი შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე, განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათი პრაქტიკა და სტანდარტები გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში. საჯარო ლექციაზე გიორგი ბერაიამ  სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

საჯარო ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა ორგანიზებითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა