იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრების პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ერთობლივად მომზადდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. მოსაზრება წარდგენილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე N3/14/1693), სადაც მოსარჩელეები ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებითაც სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძველი და მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება. მოსარჩელეები, რომლებიც არიან მოქმედი მოსამართლეები, მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ზღუდავენ როგორც მათ მიერ მოსამართლის თანამდებობის კონსტიტუციით დაცული სტანდარტებით განხორციელების შესაძლებლობას, ასევე, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება მომზადდა ორივე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მიერ, ხოლო მათ ხელმძღვანელობას უწევდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ბერაია. პრეზენტაციაზე ლევან ჯაყელმა და გიორგი ბერაიამ განიხილეს აღნიშნული საქმის სამართლებრივი მხარე და ასპექტები, ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამიკუსის მომზადების პროცესში (მარიამ ლორთქიფანიძე, სოფიკო ჭაღლიძე, გვანცა ვარშანიძე, ხატია ლეონიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები) ისაუბრეს მათ მიერ დამუშავებულ და შესწავლილ საკითხებზე, იმ პრაქტიკასა და სტანდარტებზე, რომლებიც არსებობენ  სხვა ქვეყნებში აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა