იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ჟან მონეს ახალი პროექტის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია" პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს ახალი პროექტის - ჟან მონეს მოდული „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია" პრეზენტაცია გაიმართა. ჟან მონეს ახალი სასწავლო მოდული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2023 წელს მოიპოვა ევროკავშირისგან და მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პროექტის კოორდინატორია ჟან მონეს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. მოდულის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნება აკადემიური პერსონალი უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკის უნივერსიტეტებიდან.

პროექტის ფარგლებში ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე განხორციელდება ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესახებ, ყოველწლიურად ჩატარდება ზამთრის სკოლა, საზაფხულო სკოლა, მრგვალი მაგიდა, საჯარო ლექციები, განხორციელდება კვლევა, და გამოქვეყნდება საერთაშორისო პუბლიკაციები ევროკავშირში გაწევრიენების სამართლებრივ საკითხებზე.

პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორები, ასევე საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგებლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ჟან მონეს მოდული დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა