ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სისხლის სამართლის მიმართულების IV კურსის სტუდენტები ასოცირებულ პროფესორ ომარ ფარტენაძის ხელმძღვანელობით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ბიუროს ეწვივნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე ბიუროს თანამშრომლებმა ახალგაზრდებს განუმარტეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულება, სპეციფიკა და უფლებამოსილების განხორციელების თავისებურებები. ბიუროს ხელმძღვანელმა მამუკა თხილაიშვილმა ასევე ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ინერგება აღნიშნულ სფეროში საქართველოში. შეხვედრის დასასრულს, პრობაციის ბიუროს ოფიცრებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.
უკან |