ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ბერდია ფერაძემ ლექცია წაიკითხა. მომხსენებელმა მომავალ სამართალდამცავებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და გამოძიების აქტუალური პრაქტიკული საკითხები გააცნო და საინტერესო ქეისები განიხილა. ლექციის დასასრულს, პოლკოვნიკმა ბერდია ფერაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება ბსუ-ს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |