იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში

სურათი

20-24 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის უნივერსიტეტ „გოცე დელცევი" - შტიპის იურიდიულ ფაკულტეტს ეწვია.  პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის, ევროკავშირში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, მალხაზ ნაკაშიძე ასევე შეხვდა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებს, ჟურნალ ბალკანეთის სოციალური მეცნიერების მიმოხილვის რედაქტორს მარია ამპოვსკას და ჟან მონეს პროექტის კოორდინატორს ქრიქტინა მიშევას. შეხვედრებისას მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა