იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ „ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს“ უმასპინძლებს

სურათი

2-10 დეკემბერს ბათუმის შოთა რუთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 17 უნივერსიტეტი. საუნივერსიტეტო კვირეულს მხარს უჭერს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და მისი მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

კვირეულის ფარგლებში ბსუ-ში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • საჯარო ლექცია „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიული ღირებულებების და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პროცესში“

მომხსენებლები:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - ირინე იმერლიშვილი

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - გიორგი თევდორაშვილი

6 დეკემბერი, 12:00 საათი

ბსუ, აუდიტორია №55

  • საჯარო დისკუსია - ,,გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში"

მომხსენებლები:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები:

სანდრო კიკნაძე, ნიკა ფარტენაძე, ლუკა ტაკიძე, ანა ხვედელიძე, ნინო ლორთქიფანიძე, დავით კახიძე, მეგი პაქსაძე;

8 დეკემბერი, 13:00 საათი;

ბსუ, აუდიტორია №509

  • საჯარო დებატები - „ამ პალატას სჯერა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“

10 დეკემბერი, 13:00 საათი;

ბსუ, სასამართლო პროცესის დარბაზი;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა