იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ჟან მონეს კვლევითი სტიპენდია მოიპოვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, მალხაზ ნაკაშიძემ, საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე, ჟან მონეს კვლევითი სტიპენდია მოიპოვა. მალხაზ ნაკაშიძე 2023-2024 აკადემიურ წელს იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (European University Institute (EUI) (https://www.eui.eu) რობერტ შუმანის ცენტრში იმუშავებს კვლევაზე „სტაბილური ინსტიტუტები, როგორც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი კრიტერიუმი“ (https://www.eui.eu/people?id=malkhaz-nakashidze). ჟან მონეს კვლევითი სტიპენდია არის ერთ-ერთი პრესტიჟული სტიპენდია და იგი ენიჭენათ მეცნიერებს, რომლებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას რობერტ შუმანის წამყვანი კვლევების ცენტრის  საქმიანობაში და კვლევის პროექტი კარგად უნდა შეესაბამებოდეს ცენტრის ერთ-ერთ მთავარ კვლევით თემას, პროგრამებსა და პროექტებს.

ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (EUI), წამყვანი უნივერსიტეტია ევროპაში, რომელიც სპეციალიზებულია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ინსტიტუტი როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, 1972 წელს დაფუძნდა და ამჟამად EUI-ის წევრი სახელმწიფოები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყანები, ხორვატიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის დალიეტუვის გამოკლებით. ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში (EUI) ასევე განთავსებულია ევროკავშირის ისტორიული არქივი (HAEU).

რობერტ შუმანის წამყვანი კვლევების ცენტრი შეიქმნა ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის მიერ1993 წელს და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ  მოწინავე ცენტრს ევროპული კვლევების მიმართულებით. რობერტ შუმანის ცენტრში მალხაზ ნაკაშიძის კვლევა დასრულდება საერთაშორისო პუბლიკაციით და ხელს შეუწყობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კვლევითი პოტენციალის ზრდას, ინტერნაციონალიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა