იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში პანელური სესიების სერია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“ გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით ბსუ-ში პანელური დისკუსია „პოსტსაბჭოთა საქართველოს საბჭოური მემკვიდრეობა“ და პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის მონოგრაფიის - „საბჭოთა კავშირი: კომუნისტური ტოტალიტარიზმის აღზევება და დაცემა“- პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება პანელური სესიების ეგიდით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“ ჩატარდა და ეძღვნებოდა ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ხსოვნას.

დისკუსიის მომხსენებლები:

  • მალხაზ მაცაბერიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ირაკლი ჩხაიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ჩიქოვანი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თამარ ორჯონიკიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ირაკლი მანველიძე - ბათუმის უნივერსიტეტი
  • ნატალია ლაზბა - ბათუმის უნივერსიტეტი

2023 წლის დასაწყისში, მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბის) ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პანელური სესიების სერიას „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“, რომლის ფარგლებში განხორციელდა არაერთი პანელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის წინაპირობების, 1921 წლის კონსტიტუციის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისა  და 26 მაისის - როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოს თაობაზე.

სესია მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა