იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კლინიკური სწავლების სიმულაციური კურსი

სურათი

USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში გამართულ სამართლის უზენაესობის რეგიონულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) კლინიკური სწავლების პროგრამის კოორდინატორმა ზურაბ კვირკვაიამ. შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ბსუ-ს წარმომადგენლებმა იმსჯელეს კლინიკური სწავლების სიმულაციური კურსის მიზნებსა და მნიშვნელობაზე.

სასწავლო კურსი ფაკულტეტზე  USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭრით დაინერგა და ითვალისწინებს სამართალმცოდნეობის პროგრამის, ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის სიმულაციური სწავლების ფორმატით პრაქტიკული ცოდნისა და სათანადო უნარების გაღრმავებას საკონსტიტუციო იუსტიციის საკითხებზე.

კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკულ ასპექტებს, დაეუფლებიან ძირითად და დამატებით ინსტრუმენტებს საქმის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული წარმოებისათვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული ჯამში 18 სტუდენტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა