იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გამოიცა წიგნი - "პოლარიზაცია, მოძრავი საზღვრები და მმართველობა: კვლევები ეუთო-ს რეგიონში მიმდინარე ტრანსფორმაციის და განვითარების შესახებ"

სურათი
სიხარულით გაცნობებთ, რომ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) აკადემიის დაკვეთით გამოიცა წიგნი - "პოლარიზაცია, მოძრავი საზღვრები და მმართველობა: კვლევები ეუთო-ს რეგიონში მიმდინარე ტრანსფორმაციის და განვითარების შესახებ", რომლის ერთ-ერთი თავის ავტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძეა. აღნიშნულ თავის სახელწოდებაა "საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ტრანსფორმაცია ევროკავშირის წევრობისკენ", რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კანდიდატი ქვეყნების მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების საკითხებს.

აღნიშნული წიგნი ანია მიჰრისა და კიარა პირობონის რედაქტირებით (Anja Mihr, Chaiara Pierobon) გამომცემლობა სპრინგერის მიერ გამოქვეყნდა. წიგნში ძირითადად განხილულია ეუთოს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესები და მის ფარგლებში გაანალიზებულია პრობლემატური საკითხები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის გამოყენებით, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოება და ევროპული ინტეგრაცია, მიგრაცია და სასაზღვრო დავები.

წიგნი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://shorturl.at/beMX9

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა