იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს იურიდიულ კლინიკა საჯარო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი სკოლების - ფერიის, მახოს, ბათუმის N22, N20, N25 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკას ეწვივნენ. იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა ნარგიზ ცეცხლაძემ  მოსწავლეებს კლინიკის საქმიანობა გააცნო და მოქალაქეების უფასო სამართლებრივ დახმარის შესაძლებლობები წარუდგინა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ტრენინგს ადამიანის უფლებების შესახებ.

ტრენინგზე მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბავშვთა, ქალთა მიმართ ძალადობა, გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები; ძალადობა ოჯახში, საზოგადოებაში, სკოლაში, მედიასივრცეში; ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის გამოვლინებები; არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების ფაქტები და უკეუშედეგები; ყურადღება გამახვილდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე.

მოსწავლეები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში. ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს მოსაზრებები გლობალური პრობლემების პრევენციისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა