იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება” შუალედური შედეგების პრეზენტაცია ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება” შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები თამარ სირაძე და ანზორ ბერიძე. მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილე აკადემიურმა პერსონალმა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის პროექტი, პროგრამის ძირითადი კომპონენტები, სწავლა-სწავლების მეთოდები, კონცეფციის დანერგვისა და განხორციელების გამოწვევები. შეხვედრას უძღვებოდნენ ბსუ-სა და თსუ-ს პროფესორები: ლევან ჯაყელი, პაატა ტურავა, ნანა ჭიღლაძე, ეკა ქარდავა, ირაკლი კახიძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა