იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კონსტიტუციური მართლმსაჯულების კლინიკური სწავლების მონაწილეთა ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იურიდიული კლინიკისთან არსებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) კლინიკური სწავლების სიმულაციური კურსის ფარგლებში გადიან მომზადებას,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ. პროგრამის კოორდინატორმა ზურა კვირკვაიამ სტუდენტებს დაათვალიერებინა სასამართლოს ადმინისტრაციული შენობები და გააცნო სამუშაო გარემო.

ასევე სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსთან, გიორგი ლომთაძესთან, რომელმაც ახალგზარდებს გააცნო სასამართლოს მუშაობის პრაქტიკული ასპექტები, მიმდინარე ტენდეციები და მათ შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტებმა, თავის მხრივ, გაუზიარეს სიმულაციური სწავლების ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ის გამოწვევები, რომლებიც თან ახლდა სწავლების პრეცესს. გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სტუდენტები ასევე, დაესწრნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომას.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) კლინიკური სწავლების სიმულაციური კურსი 2023 წლის პირველად დაინერგა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის ბაზაზე და ხორციელდება USAID-ს სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკულ ასპექტებს, დაეუფლებიან ძირითად და დამატებით ინსტრუმენტებს საქმის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული წარმოებისათვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული ჯამში 18 სტუდენტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა