საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საერთაშორისი ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის თანამშრომლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდენენ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2024 წლის ეროვნული შეჯიბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.შეჯიბრის მონაწილეთა რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 1 აპრილის ჩათვლით.
შეჯიბრი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
პროექტის ორგანიზატორები არიან იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო) და იუსტიციის სასწავლო ცენტრი “ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
უკან |