იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს რექტორი ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია მიკოლას რომერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის, პროფესორ ლირა იაკულევიჩიენეს ხელმძღვანელობით. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე მიკოლას რომერის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის სამართლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ერთობლივი სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი, დეკანის მოადგილე სალომე კარალიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა