იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საინფორმაციო/პრაქტიკული ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროში

სურათი

პროფესორ ომარ ფარტენაძის ხელმძღვანელობით 2024 წლის 15 ნოემბერს განხორციელდა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სისხლის სამართლის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტების საინფორმაციო/პრაქტიკული ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროში. ბიუროს ხელმძღვანელმა, ბატონმა მამუკა თხილაიშვილმა და სხვა თანამშრომლებმა სტუდენტებთან ჩაატარეს საინფორმაციო ლექცია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პირობების პრაქტიკული საკითხების შესახებ. ისაუბრეს იმ სიახლეების შესახებ, რაც დანერგილია ამ მხრივ სააგენტოში. შეხვედრაზე  პასუხები გაეცა ყველა საინტერესო კითხვას, რომელიც დასმული იყო სტუდენტების მიერ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა